კონფერენსლიგა | „სენტ ტრუიდენის“ მწვრთნელი – „იბერიასთან“ მოსაგებად ბოლომდე ვიბრძოლებთ #1TVSPORT
„სენტ-ტრუიდენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრედერიკ დე მეიერმა კონფერენსლიგაზე „იბერიასთან“ სადებიუტო შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„ევროპულ ტურნირზე კარგად თამაშის დიდი სურვილი გვაქვს, ეს ძალიან ძლიერი მოტივაციაა. ჩემს ფეხბურთელებს ღირსეულად გამოსვლა და უძლიერესი მეტოქეების წინააღმდეგ ღირესულად თამაში სურთ.
ევროპული ფეხბურთი დიდი სიამოვნებაა. მართალია, ბელგიის ჩემპიონატის ბოლო სამ შეხვედრაში „ბევერენთან“, „ვესტერლოსა“ და „მეხელენთან“ დავმარცხდით და ცხრა შესაძლო ქულიდან ერთიც ვერ ავიღეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მდგომარეობას გამოვასწორებთ, იმიტომ, რომ დავინახე გუნდი, რომელიც დიდი ენთუზიაზმით ვარჯიშობს.
კონფერენსლიგაზე „იბერიის“ წინააღმდეგ პირველ მატჩს მთელი გუნდი მოუთმენლად ელის. ფეხბურთელები ბოლომდე იბრძოლებენ, რომ სადებიუტო შეხვედრაში პირველი გამარჯვება ვიზეიმოთ“, – თქვა ფრედერიკ დე მეიერმა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე.
კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპის პირველი ტურის მატჩს „იბერია“ „სენტ-ტრუიდენთან“ 15 ოქტომბერს გამართავს. შეხვედრა „სტეინს სთედიუმზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.