კონფერენსლიგა | „იბერიის“ კალენდარი ცნობილია – საქართველოს ჩემპიონი პირველ მატჩს ბელგიაში გამართავს #1TVSPORT
უეფა-მ კონფერენსლიგის მატჩების განრიგი გამოაქვეყნა. თბილისის „იბერია“ ძირითად ეტაპზე ექვს მატჩს გამართავს – სამს შინ და სამს სტუმრად.
საქარველოს ჩემპიონი ტურნირზე გამოსვლას „სენტ-ტრუიდენთან“ ბელგიაში თამაშით დაიწყებს, ძირითადი ეტაპის ბოლო მატჩს კი ჩეხეთში, „იაბლონეცთან“ ჩაატარებს.
ძირითად ეტაპზე 36 გუნდი მონაწილეობს, საიდანაც 24 პლეიოფში განაგრძობს ბრძოლას.
„იბერიის“ თამაშების განრიგი:
I ტური, 15 ოქტომბერი
23:00 | „სენტ-ტრუიდენი“ (ბელგია) – „იბერია 1999“
II ტური, 22 ოქტომბერი
20:45 | „იბერია 1999“ – „მიალბი“ (შვედეთი)
III ტური, 5 ნოემბერი
23:59 | „კოპენჰაგენი“ (დანია) – „იბერია 1999“
IV ტური, 26 ნოემბერი
21:45 | „იბერია 1999“ – „ხეტაფე“ (ესპანეთი)
V ტური, 10 დეკემბერი
21:45 | „იბერია 1999“ – „ცრვენა ზვევდა“ (სერებეთი)
VI ტური, 17 დეკემბერი
23:59 | „იაბლონეცი“ (ჩეხეთი) – „იბერია 1999“