კონფერენსლიგა | დვალმა „პანათინაიკოსს“ გაუტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
ლაშა დვალმა კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შესანიშნავი თამაში ჩაატარა სოფიაში, „ცსკა 1948“-ის შემადგენლობაში, ბერძნული „პანათინაიკოსის“ წინააღმდეგ.
პირველი შეხვედრა ათენში 1:1 დასრულდა და ბულგარელებს საშინაო შეხვედრაში შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ამ უპირატესობით ვერ ისარგებლეს, დამატებით დროში 1:2 დამარცხდნენ და გათამაშებას გამოეთიშნენ, „პანათინაიკოსი“ კი პლეიოფში ითამაშებს.
საქართველოს ნაკრების მცველმა გუნდი მოედანზე ამჯერადაც კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა, შეუცვლელად ითამაშა, 87-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, საბოლოოდ კი 8,1 ქულა მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.