კონფერენსლიგა | „დილამ“ სან მარინოში წააგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა #1TVSPORT
გორის „დილა“ უეფა-ს კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, სან მარინოში „ვირტუსთან“ 0:1 დამარცხდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე გავიდა.
პირველი მატჩი გორელებმა „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ 3:1 მოიგეს და საპასუხო დაპირისპირების წინ კომფორტული უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ამჯერად მნიშვნელოვანი იყო, რომ გუნდს საქართველოსთვის სარეიტინგო ქულები მოეტანა.
სან მარინოში თამაში გორელებისთვის არასასურველი სცენარით განვითარდა. 55-ე წუთზე „დილას“ განელმა ნახევარმცველმა, ბიანკსონ ანოფმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. 90+3-ე წუთზე კი ელია ციაჩიმ გაიტანა და „ვირტუსს“ გამარჯვება მოუტანა.
თუმცა ორი მატჩის ჯამში (3:1, 0:1) შემდეგ ეტაპზე „დილა“ გავიდა, რომელიც კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში კვიპროსულ „აპოლონს“ შეხვდება – 23 ივლისს მატჩი გორში გაიმართება, ხოლო 30-ში – ლიმასოლში.