კონფერენს ლიგის წილისყრა - ცნობილია, მესამე ეტაპზე ვის შეიძლება ქართული გუნდები შევხდნენ #1TVSPORT
კონფერენს ლიგის წილისყრა - ცნობილია, მესამე ეტაპზე ვის შეიძლება ქართული გუნდები შევხდნენ #1TVSPORT

შვეიცარიის ქალაქ ნიონში კონფერენს ლიგის მესამე ეტაპის წილისყრა გაიმართა და ცნობლი გახდა, ვის შეიძლება ქართული გუნდები მეორე ეტაპის დაძლევის შემთხვევაში შევხდნენ.

ამ ეტაპზე სამი ქართული გუნდი თამაშობს – „დინამო თბილისი“, ქუთაისის „ტორპედო“ და გორის „დილა“. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი გუნდები ამ ბარიერს დაძლევენ, მესამე ეტაპზე ამ წყვილებში გამარჯვებულ კლუბებს შეხვდებიან.

„დინამო თბილისი“/„ჰამრუნ სპარტანსი“ – „ფერენცვაროში“ (უნგრეთი)/„შემროკ როვერსი“ (ირლანდია)

ცსკა 1948 (ბულგარეთი) / სეპსი (რუმინეთი) – ქუთაისის „ტორპედო“/„ატობე“

გორის „დილა“/„ვორსკლა“ – „აპოელი“ (კვიპროსი) / „ვოევოდინა“ (სერბეთი)

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები 10 და 17 აგვისტოს გაიმართება.