კონფერენს ლიგის პლეიოფების სქემა - „სლოვანი“ 1/8 ფინალს გასვლითი მატჩით დაიწყებს #1TVSPORT
კონფერენს ლიგის პლეიოფების სქემა - „სლოვანი“ 1/8 ფინალს გასვლითი მატჩით დაიწყებს #1TVSPORT

ბრატისლავას „სლოვანმა“, სადაც ქართველ ფეხბურთელთა სამეული თამაშობს, კონფერენს ლიგის H ჯგუფში 11 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და პირდაპირ მოხვდა ტურნირის 1/8 ფინალში.

გიორგი ჩაკვეტაძის „სლოვანი“ მატჩებს 2023 წლის 9 და 16 მარტს გამართავს, მეტოქის ვინაობას კი 24 თებერვლამდე შეიტყობენ.

ევროპის კონფერენს ლიგის ჯგუფის გამარჯვებულები პირდაპირ გადიან მერვედფინალში, მეორე ადგილზე გასული კლუბები – 1/16-ფინალში და 2023 წლის 16 და 23 თებერვალს პლეიოფში ევროპის ლიგის ჯგუფებში მესამე ადგილზე გასული გუნდების წინააღმდეგ ითამაშებენ. ასეთ გუნდს შეხვდება ნიკა კვეკვესკირის და გიორგი წიტაიშვილის „ლეხი“.

პლეიოფის (ან მერვედფინალური ეტაპის) გათამაშების დროს კონფერენს ლიგის ჯგუფებში მეორე ადგილოსნებიდან რვა გუნდი განთესილი იქნება, ხოლო ევროპა ლიგის ჯგუფებში მესამე ადგილოსნებიდან რვა გუნდი – განუთესავი.

კენჭისყრა 24 თებერვალს გაიმართება. „სლოვანი“ პირველ მატჩს 9 მარტს მეტოქის მოედანზე გამართავს, განმეორებითს კი 16 მარტს – ბრატისლავას „ტეჰელნო პოლიზე“.