კონფერენს ლიგის პლეიოფი | მორჩილაძემ „სტრასბურთან“ ითამაშა - აზაროვის „შახტარი“ მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT
კონფერენს ლიგის პლეიოფი | მორჩილაძემ „სტრასბურთან“ ითამაშა - აზაროვის „შახტარი“ მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT

ქართველი ფეხბურთელების გუნდებმა კონფერენს ლიგის პლეიოფის საპასუხო შეხვედრები გამართეს. „რიეკამ“ (ხორვატია), სადაც თორნიკე მორჩილაძე თამაშობს, „სტრასბურთან“ პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე 1:2 დათმო და წყვილის აუტსაიდერად მიიჩნეოდა.

საპასუხო შეხვედრა საფრანგეთში ხორვატებმა კარგად დაიწყეს და დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში ბურთი გაუშვეს, საბოლოოდ ფრედ, 1:1 ითამაშეს და ტურნირს გამოეთიშნენ. მორჩილაძე მოედანზე 88-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.

დონეცკის „შახტარმა“ პოზნანისლეხთან“ საშინაო მატჩი პოლონეთში, კრაკოვის „მიერსკი არენაზე“ გამართა. პირველი შეხვედრის მოგების (3:1) შემდეგ თამაში მოულოდნელი სცენარით წარიმართა – „ლეხი“ პირველ ტაიმში იშაკის დუბლით დაწინაურდა.

მეორე ტაიმში „შახტარმა“ სხვაობა შეამცირა და, მართალია, 1:2 წააგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 4:3 (3:1, 1:2) გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა (აზაროვი სათადარიგო იყო), სადაც ნიდერლანდურ „ალკმაარს“ დაუპირისპირდება – პირველი მატჩში 9 აპრილს პოლონეთში გაიმართება (მასპინძელი „შახტარი“ იქნება), საპასუხო კი 16 აპრილს – ნიდერლანდებში.