კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი | ქუთაისის „ტორპედომ“ „სარაევოსთან“ ფრედ ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი | ქუთაისის „ტორპედომ“ „სარაევოსთან“ ფრედ ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომკონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი გამართა „სარაევოსთან“. დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.


„ტორპედო“ – „სარაევო“ 2:2


გოლები: 1:0 სანდოხაძე (43. არაბიძის პასით), 1:1 ოლივეირა (47), 2:1 ბუღრიძე (48), 2:2 ვარეშანოვიჩი (52. ჟილიკიჩის პასით)

ახალმა მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა „ტორპედო“ ევროთასებზე პირველად გაიყვანა. გუნდში ბევრი საკადრო ცვლილება მოხდა. ქუთაისელთა სასტარტო თერთმეტეულში გამოჩნდა ყაზახეთიდან დაბრუნებული გიორგი ფანცულაია.

შეხვედრა ბოსნიელებმა აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე კარგი მომენტიც შექმნეს. „ტორპედომ“ კი პირველად „სარაევოს“ კარში მე-15 წუთზე დაარტყა.

ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა თამაში გამოასწორეს და 43-ე წუთზე გიორგი არაბიძის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ შეტევაში ჩართულმა ცენტრალურმა მცველმა ნიკა სანდოხაძემ ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.

მეორე ტაიმის დასაწყისი უხვგოლიანი გამოდგა. რენან ოლივეირამ ანგარიში გაათანაბრა, ერთ წუთში ირაკლი ბუღრიძემ „ტორპედო“ ისევ დააწინაურა. თუმცა, ოთხ წუთში ბოსნიელებმა ვარეშანოვიჩის თავური დარტყმით ანგარიში ისევ გაათანაბრეს.

შეხვედრის დარჩენილ დროში ორივე გუნდი ცდილობდა გოლის გატანას, ქუთაისელებს რამდენიმე კარგი შანსიც ჰქონდათ, ერთ ეპიზოდში ბოსნილები ხარიხამ გადაარჩინა. საბოლოოდ თამაში ფრედ დასრულდა – 2:2.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 20 ივლისს სარეაევოში გაიმართება.