კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი | „დილა“ სლოვაკეთში დამარცხდა, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს [ვიდეო] #1TVSPORT
გორის „დილა“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სლოვაკეთის ვიცე-ჩემპიონს, „დუნაისკა სტრედას“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
პირველ ტაიმში პირველი რეალური საგოლე მომენტი გორელებმა შექმნეს – ოთარ ფარულავას დარტყმის შემდეგ ბურთი „დუნაისკა სტრედას“ კარის ბადეს გარედან შეეხო. სლოვაკებმა კი 33-ე წუთზე მარტივად ისარგებლეს გორელთა შეცდომით და ტრუსამ ანგარიში გახსნა, ხოლო სამ წუთში რამადანმა „დუნაისკას“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.
შესვენებამდე გორის „დილამ“ მოახერხა და 43-ე წუთზე სხვაობა შეამცირა – „დილას“ უკრანელმა ლეგიონერმა, მიკოლა კოვტალიუკმა მახვილი კუთხიდან შეძლო გატანა და მასპინძლებმა ტაიმი 2:1 მოიგეს.
მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა და გორის „დილა“ კონფერენს ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.
„დილა“ საპასუხო შეხვედრაში სლოვაკეთის ვიცე-ჩემპიონს 20 ივლისს გორში, „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ უმასპინძლებს.