კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი | ბათუმის „დინამომ“ ალბანეთში „ტირანასთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი | ბათუმის „დინამომ“ ალბანეთში „ტირანასთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT

ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის დედაქალაში „ტირანას“ ესტუმრა და ფრედ 1:1 ითამაშა.

ბათუმელები პირველ ტაიმში მეტოქეს არაფერს უთმობდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში თამაშის გამწვავება და საჯარიმოსთან მისვლა უჭირდათ. ალბანელები უფრო თამამად თამაშობდნენ. თუმცა, საგოლე მომენტებს მასპინძლებიც ვერ ქმნიდნენ და ტაიმიც 0:0 დასრულდა.

დინამოელებმა მეორე ნახევარი უფრო აქტიურად დაიწყეს და მიზანს 66-ე წუთზე, პირველივე მწვავე კომბინაციის შედეგად მიაღწიეს – ირაკლი ბიძინაშვილის ფლანგური გადაცემის შემდეგ კარის წინ ჯოვინო ფლამარიონი გაიხსნა და პირველივე შანსი გოლად გარდასახა.

ალბანელება ამის შემდეგ მთელი ძალებით შეუტიეს, საგოლე მომენტებიც შექმნეს და არბიტრის მიერ დამატებულ მესამე წუთზე არდიტ ჰილამ ანგარიშიც გათანაბრა. ამის მიუხედავად, ბათუმელები ალბანეთიდან სასურველი შედეგით ბრუნდებიან.

საპასუხო შეხვედრაში ბათუმის „დინამო“ ალბანეთის ვიცე-ჩემპიონს  20 ივლისს „ბათუმი არენაზე“ უმასპინძლებს.