კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

უეფა-ს ოფისში კონფერენს ლიგის 2025-26 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

ტურნირში სამი ქართული გუნდი მონაწილეობს, რომელთაგან ქუთაისის „ტორპედო“ და გორის „დილა“ პირველი ეტაპიდან ჩაერთვებიან გათამაშებაში, ხოლო თასის მფლობელი „სპაერი“ გათამაშებას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს.

პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქე „ორდაბასი“ (ყაზახეთი) იქნება, ხოლო გორის „დილა“ „რასინგ უნიონ ლუქსემბურგს“ (ლუქსემბურგი) დაუპირისპირდება.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა, სადაც „სპაერის“ მეტოქე უნდა გამოვლინდეს, 18 ივნისს გაიმართება.

პირველი მატჩები 10 ივლისს გაიმართება, საპასუხო – 17 ივლისს.