კონფერენს ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი | „დილა“ ლატვიაში „რიგასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
კონფერენს ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი | „დილა“ ლატვიაში „რიგასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილამ“ პირველი შეხვედრა ლატვიაში „რიგასთან“ გამართა და 1:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, მაგრამ 36-ე წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. „რიგის“ შეტევა იაგო სიკეირამ დაგვირგვინა, მაგრამ არბიტრმა გოლი არ ჩათვალა. თუმცა, 45+6-ე წუთზე მასპინძლების შეტევა რეგინალდო რამირესმა დააგვირგვინა.

შესვენების შემდეგ ლატვიელებმა უპირატესობის გაზარდეს – 66-ე წუთზე „რიგის“ შეტევა კვლავ იაგო სიკეირამ დააგვირგვინა.

გორელებმა მატჩის ბოლოს ანგარიში შეამცირეს – 87-ე წუთზე მასპინძლებს ტეო ბასინგამ გაუტანა და „დილამ“ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.

საპასუხო მატჩი გორში, „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ 31 ივლისს გამართება.