კონფერენს ლიგაზე „ტორპედოს“ სავარაუდო მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
კონფერენს ლიგაზე „ტორპედოს“ სავარაუდო მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

ცნობილი გახდა იმ გუნდების სია, რომლებიც ქუთაისის „ტორპდოს“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკავიო ეტაპზე შეიძლება შეხვდნენ:

„ჟალგირისი“ (ლიეტუვა), „ოლიმპია“ (სლოვენია), „ლინფილდი“ (ჩრდილოეთ ირლანდია), „კუპსი“ (ფინეთი), „ბრეიდაბლიკი“ (ისლანდია), „დუდელანჟი“ (ლუქსემბურგი), „ლევადია“ (ესტონეთი), „ინტერი“ (ანდორა), „ტორსჰავნი“ (ფარერები), „შკენდია“ (ჩრდილოეთ მაკედონია), „პაიდე“ (ესტონეთი), „მილსამი“ (მოლდოვა), „კონაჰი“ (უელსი), „ტირანა“ (ალბანეთი), „ტრე პენე“ (სან მარინო), „დერი სიტი“ (ირლანდია), „კრუსეიდერსი“ (ჩრდილოეთ ირლანდია), „ლიეპაია“ (ლატვია).

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედომ“ ევროსაგზური ეროვნულ ლიგაში დაკავებული მესამე ადგილით მოიპოვა. სტივ კინის გუნდი კონფერენს ლიგის წილისყრის დროს განუთესავ გუნდებს შორის მოხვდა.

კონფერენსლიგის 2024-2025 წლების გათამაშება ივლისში დაიწყება. მანამდე ქუთაისის „ტორპედო“, დიდი ალბათობით, რამდენიმე ახალი მოთამაშით გაძლიერდება.