კონფერენს ლიგაზე „საბურთალოს“ მეტოქე უმწვრთნელოდ დარჩა - „სტიაუას“ პრეზიდენტმა შემცვლელი ჯერ ვერ მოძებნა #1TVSPORT
კონფერენს ლიგაზე „საბურთალოს“ მეტოქე უმწვრთნელოდ დარჩა - „სტიაუას“ პრეზიდენტმა შემცვლელი ჯერ ვერ მოძებნა #1TVSPORT

კონფერენს ლიგაზე „საბურთალოს“ მეტოქე ბუქარესტის „სტიაუა“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. თბილისში წაგების (0:1) შემდეგ მისი ხელძღვანელობით გუნდმა რუმინეთის ჩემპიონატის მეორე ტურში ბუქარესტის „რაპიდთან“ დერბიც 0:2 წააგო და ანტონ პეტრეა გადადგა.

გუნდის პრეზიდენტმა ჯიჯი ბეკალიმ განაცხადა, რომ მწვრთნელი ანტონ (ტონი) პეტრეა გადადგა და რუმინეთის ვიცეჩემპიონს ახალი მწვრთნელი ეყოლება. მას შემცვლელი ჯერ არ დაუსახელები. სავარაუდოდ, პეტრეას „სტიაუას“ ყოფილი მწვრთნელი ნიკოლაე დიკა შეცვლის, მაგრამ ეს ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არ არის, რადგან ბეკალის უცნაური ხასიათების გამო, მასთან მუშაობას ბევრი ერიდება.

„რაპიდთან“ წაგების შემდეგ დამირეკა და მითხრა, რომ მიდიოდა. ვუთხარი, ვილაპარაკოთ-მეთქი, რადგან ცხელ გულზე გადაწყვეტილების მიღება არ მსურდა. მითხრა, თუ გუნდი არ თამაშობს, მაშინ პრობლემები მე მაქვსო და დარჩენა აღარ ისურვა. მისი შემცვლელი ჯერ არ შემირჩევია. ვალი არგესეალეს ვესაუბრე, შეიძლება 30 დღე მწვრთნელის გარეშე დავრჩეთ. აი, ასეთი ვითარებაა“, – განაცხადა ჯიჯი ბეკალიმ „პრო არენასთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის განმეორებით მატჩს „საბურთალო“ „სტიაუასთან“ ბუქარესტში ჩაატარებს. შეხვედრა 28 ივლისს გაიმართება.