კონფერენს ლიგაზე „დილასა“ და აპოელ-ის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია #1TVSPORT
კონფერენს ლიგაზე „დილასა“ და აპოელ-ის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია #1TVSPORT

კონფერენს ლიგის მესამე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, „დინამო არენაზე“ გორის „დილა“ კვიპროსის აპოელ-ს მასპინძლობს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ცნობილია გუნდების სასტარტო შემადგენლობები:

„დილა“: კუჩერენკო – ჩიტეიშვილი, ძოწენიძე, ეტოუ, ვანდერსონ სილვა – ფარულავა, ალეფ სანტოსი (კაპ), ჟან ვიქტორი – გომისი, გეილი, კოვტალიუკი.

მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო.

აპოელ: ბელეცი – კრესპო, კოსტადინოვი, დვალი – ჩეაბაკე, ფეტფაციდისი, სარფო, სუშიჩი – მარკინიოსი, დალსიო გომესი, ქვილითაია (კაპ).

მწვრთნელი: რიკარდო სა პონტო.

არბიტრი: ი. საბატიჩი (ლუქსემბურგი).