კონფერენს ლიგა - „ვილიარეალმა“ ქართველების „ლეხი“ ბოლო წამებზე დაამარცხა #1TVSPORT
კონფერენს ლიგა - „ვილიარეალმა“ ქართველების „ლეხი“ ბოლო წამებზე დაამარცხა #1TVSPORT

კონფერენს ლიგაზე ქართველების გუნდი პოზნანისლეხი“ ესპანურ „ვილეარეალს“ შეხვდა და საინტერესო ბრძოლა ბოლო წუთზე დათმო 3:4.

C ჯგუფის მატჩში ბოლო წამამდე დაძაბულობში ამყოფებდა გულშემატკივრებს. ნიკა კვეკვესკირი პოლონეთის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი წიტაიშვილი კი მოედანზე 78-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.

ანგარიში პოლონელებმა უკვე მე-2 წუთზე მიხალ სკორასის გოლით გახსნეს. ესპანელებმა 32-ე წუთზე სამუელ ჩუკვუეზეს გოლით წონასწორობა აღადგინეს, ხოლო ალექს ბაენას დუბლით (36, 40) ტაიმი 3:1 მოიგეს.

მეორე ტაიმი სანახაობრივად წარიმართა და „ლეხის“ კაპიტანმა მიხალ იშაკმა 46-ე წუთზე პენალტით ჯერ სხვაობა შეამცირა, ხოლო 61-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. 89-ე წუთზე „ვილეარეალს“ ფრანგმა ნახევარმცველმა ფრანსის კოკლენმა გამარჯვება მოუტანა 4:3.

კონფერენს ლიგის C ჯგუფის მეორე შეხვედრა ვენაში გაიმართა – „აუსტრიამბეერ-შევას „ჰაპოელს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს 0:0. მეორე ტურის მატჩები 15 სექტემბერს გაიმართება – „ლეხი“ „აუსტრიას“ უმასპინძლებს, ხოლო „ჰაპოელი“ „ვილეარეალს“ მიიღებს.