კონფერენს ლიგა | სტივ კინი - ვეცდებით, „აქტობეს“ მეტი გავუტანოთ #1TVSPORT
კონფერენს ლიგა | სტივ კინი - ვეცდებით, „აქტობეს“ მეტი გავუტანოთ #1TVSPORT

კონფერენს ლიგაზე ყაზახურ „აქტობესთან“ განმეორებით მატჩამდე ქუთაისის „ტორპედომ“ აქტობეს სტადიონზე ივარჯიშა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა და თავდამსხმელმა ირაკლი ბუღრიძემ პრესკონფერენცია გამართეს და განმეორებითი მატჩზე ისაუბრეს.

„გუნდი ხვალინდელი შეხვედრისთვის როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად მზად არის. არავინ ელის ჩვენგან სენსაციას, მაგრამ სარაევოში დავამტკიცეთ, რომ ბრძოლა ყოველთვის ღირს და შეგვიძლია.

მოუთმენლად ველით მომავალ საპასუხო მატჩს. ვიმედოვნებთ, რომ თამაში ჩვენთვის დადებითი შედეგით დასრულდება. არ შეიძლება ითქვას, რომ გუნდებს შორის დიდი სხვაობაა. აშკარაა, რომ პირველი მატჩის შედეგი მხოლოდ ართულებს ჩვენს ამოცანას, მაგრამ ქუთაისში წაგების შემდეგ დასკვნები გამოვიტანეთ.

როგორია გეგმა ხვალინდელი თამაშისთვის? ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ წინ უნდა წავიდეთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბურთის კონტროლში უპირატესობა გამოიწვევს გოლის გატანის რეალური შანსების შექმნას. ვეცდებით, კარში უფრო ხშირად დავარტყათ. პირველ მატჩში იმაზე ნაკლებად აგრესიულად ვითამაშეთ, ვიდრე გვსურდა. რა თქმა უნდა, ეს „აქტობეს“ დამსახურებაა. მათ მატჩის დასაწყისიდან პრესინგი კარგად მოახერხეს.

მიუხედავად შედეგისა, ბურთის კარგად ფლობა გვქონდა. მე არ ვამბობ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, მაგრამ საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ ბურთის ფლობა გოლად უნდა ვაქციოთ. პირველ მატჩში თითქმის 70% ბურთის ფლობა გვქონდა. ამჯერად არ უნდა შევანელოთ, არამედ დავრწმუნდეთ, რომ საკმარის მომენტებს შევქმნით. პირველ შეხვედრაში „აქტობემ“ თერთმეტმეტრიანი გაიტანა, ხოლო კონტრშეტევაზე – ორი გოლი და მხოლოდ ერთი გოლი იყო კომბინაციით გატანილი. ჩვენც ბევრი მომენტი გვქონდა. ამიტომ ვეცდებით, მეტოქეს გაცილებით მეტი გავუტანოთ“, – განაცხადა სტივ კინმა.

ირაკლი ბუღრიძე: „გულშემატკივარმა ამხელა გზა გამოიარა ჩვენს გასამხნევებლად. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ მათ იმედები არ გავუცრუოთ“.

კონფერენს ლიგაზე „აქტობესა“ და „ტორპედოს“ საპასუხო მატჩი 3 აგვისტოს აქტობეში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს „ტელესკოლა“ შემოგთავაზებთ.