კონფერენს ლიგა | „სპაერის“ ევროდებიუტი - საქართველოს თასის მფლობელი „აუსტრიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
კონფერენს ლიგა | „სპაერის“ ევროდებიუტი - საქართველოს თასის მფლობელი „აუსტრიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს თასის მფლობელმა „სპაერმა“ ევროსარბიელზე სადებიუტო შეხვედრა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენაში „აუსტრიასთან“ ჩაატარა და 0:2 დამარცხდა.

წყვილის ფავორიტმა „აუსტრიამ“ პირველივე წუთებიდან შეუტია და ანგარიში მე-6 წუთზე გახსნა – სწრაფ შეტევას ფლანგიდან ჩაწოდება მოჰყვა, კარის წინ მცველებს მანფრედ ფიშერმა დაასწრო – 1:0.

მეორე ტაიმიც ავსტრიელების უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ სახიფათოდ მომენტები „სპაერმაც“ შექმნა, თუმცა გიორგი ცეცხლაძის, საბა გეგიაძისა და პაპუნა ფონიავას შეტევები უშედეგოდ დასრულდა. ავსტრიელებმა კი 90-ე წუთზე პენალტი მოიპოვეს, რომელიც დომინიკ ფიტცმა ზუსტად შეასრულა – 2:0.

„სპაერი“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში „აუსტრიას“ 31 ივლისს თბილისის „მიხეილ მესხი არენაზე“ დაუპირისპირდება.