კონფერენს ლიგა - „საბურთალოს“ მეტოქე ემზადება და ძლიერდება #1TVSPORT
კონფერენს ლიგა - „საბურთალოს“ მეტოქე ემზადება და ძლიერდება #1TVSPORT

კონფერენს ლიგაზე „საბურთალოს“ მეტოქე ალბანური „პარტიზანი“ რამდენიმე დღეა, შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადება მცირე ცვლილებებით დაიწყო.

დღეს გუნდი სლოვენიაში გაემგზავრება, სადაც მოსამზადებელ ეტაპს გაივლის და სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს. სამივე მეტოქე სლოვენიური კლუბი იქნება და „პარტიზანი“ ახლწვეულების შეთამაშებას შეეცდება.

საფეხბურთო კლუბმა ახალწვეულები უკვე წარადგინა. „პარტიზანმა“ ხელშეკრულება „ტირანას“ ფეხბურთელ ენჯელ ჰოტისთან გააფორმა. კოსოვოელ მოთამაშესთან, რომელსაც გერმანიის პასპორტი აქვს და ბრაუნშვაიგისაინტრახტში“ თამაშობდა. მან გუნდს საკუთარი მომავალი 2023 წლამდე დაუკავშირა, პლუს კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ოფციით. 25 წლის ფეხბურთელი გუნდს სლოვენიაში მოსამზადებელი ეტაპის წინ შეუერთდა.

„პარტიზანმა“ ასევე გამოაცხადა, რომ „ეგნატიადან“ 31 წლის ნახევარმცველი ბრუნო ტელუშიც დაიმატა. ის ალბანეთში ცნობილი ნახევარმცველია – ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა. ტელუში ხელშეკრულების გაფორმებისთანავე შეუერთდა გუნდს, რომელთან ერთადაც 2018-2019 წლების სეზონის ალბანეთის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის პირველ ეტაპზე საქართველოს თასის მფლობელი „საბურთალო“ ტირანას „პარტიზანს“ პირველ მატჩში 7 ივლისს გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ უმასპინძლებს, ხოლო განმეორებითს, 14 ივლისს ტირანაში გამართავს.