კონფერენს ლიგა | ქართველების „სლოვანმა“ გასვლაზე „ოლიმპია“ დაამარცხა #1TVSPORT
კონფერენს ლიგა | ქართველების „სლოვანმა“ გასვლაზე „ოლიმპია“ დაამარცხა #1TVSPORT

კონფერენს ლიგაზე ბრატისლავასსლოვანი“, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, ჯგუფურ ეტაპზე ლიუბლიანის „ოლიმპიას“ დაუპირისპირდა, 1:0 დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა.

ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში „სლოვანი“ სლოვენიურ კლუბს ესტუმრა. ვლადიმირ ვაისმა ბრატისლაველების ძირითად შემადგენლობაში ორივე ქართველი ათამაშა – ჯაბა კანკავა და გურამ კაშია, რომელიც ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა. ორივე ქართველმა ყვითელი ბარათი მიიღო.

სლოვაკებს ანგარიშის გახსნა 28-ე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ ვლადიმირ ვაისი-უმცროსმა პენალტი ვერ გამოიყენა. თუმცა „სლოვანმა“ მეორე ნახევარში მეორედ მოიპოვა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა, რომელიც ალეკსანდრ ჩავრიჩმა ზუსტად შეასრულა და სტუმრები დააწინაურა.

ორი ტურის შემდეგ ბრატისლავასსლოვანი“ 6 ქულით პირველ ადგილზეა – უსწრებს „ლილს“ (4), „კლაკსვიკს“ (1) და „ოლიმპიას“ (0).