კონფერენს ლიგა - ქართველების დაპირისპირება მექვაბიშვილის „უნივერსიტატეამ“ მოიგო #1TVSPORT
კონფერენს ლიგა - ქართველების დაპირისპირება მექვაბიშვილის „უნივერსიტატეამ“ მოიგო #1TVSPORT

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე დიდ ინტერესს ორი ისეთი გუნდის დაპირისპირება იწვევდა, სადაც „დინამო თბილისში“ აღზრდილი ფეხბურთელები თამაშობენ – კრაიოვას „უნივერსიტატეამ“ (ანზორ მექვაბიშვილი) ტრნავის „სპარტაკი“ (გიორგი მოისწრაფიშვილი) მიიღო და 3:0 დაამარცხა.

ქართველები თამაშს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდნენ თვალს და შეცვლაზე ითამაშეს. მასპინძელთა შორის ანზორ მექვაბიშვილი 82-ე წუთზე შევიდა, ხოლო გიორგი მოისწრაფიშვილი „სპარტაკში“ ხუთი წუთით ადრე გამოჩნდა. რუმინელებმა ბაიარამის (51), ალ ჰამლავისა (54) და მორას (80) გოლებით გაიმარჯვეს.

საპსუხო შეხვედრა ერთი კვირის შემდეგ, 14 აგვისტოს სლოვაკეთში გაიმართება, პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე, რუმინული კლუბი პლეი ოფში გასვლის რეალური კანდიდატია.