კონფერენს ლიგა | ქართული გუნდების მატჩებზე არბიტრთა ვინაობა ცნობილია #1TVSPORT
კონფერენს ლიგა | ქართული გუნდების მატჩებზე არბიტრთა ვინაობა ცნობილია #1TVSPORT

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხი მატჩებში ქართული გუნდების მატჩებზე არბიტრთა ვინაობა ცნობილია.

გორში „დილასა“ და პოლტავის „ვორსკლას“ შეხვედრას იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 35 წლის სიმონე სოზა იქნება, მას დავიდე იმპერიალე და გამალ მოხტარი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე მსაჯად ანდრეა კოლომბო იმუშავებს.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი პოლტავის კლუბმა ბოლო წამებზე გატანილი გოლით 2:1 მოიგო. საპასუხო მატჩი 3 აგვისტოს გორში, „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში „დილა“ ქვილითაია-დვალის კვიპროსის აპოელ-სა და სერბული „ვოივოდინას“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

„დინამო თბილისისა“ და მალტის „ჰამრუნ სპარტანსის“ შეხვედრაზე ბელარუს მსაჯთა ბრიგადა იმუშავებს. მთავარი მსაჯი ვიქტორ შიმუსიკი იქნება, მას სერგეი კოსოვეცი და სიარჰეი ფირინოვიჩი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე მსაჯად დზმიტრი დზმიტრიეუ იმუშავებს. შეხვედრა თბილისიში, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

პირველი შეხვედრა მალტელებმა 2:1 მოიგეს.

რაც შეეხება ქუთაისის „ტორპედოს“, რომელიც ყაზახეთში „აქტობეს“ ეთამაშება (პირველი მატჩი 4:1 „აქტობეს“ სასარგებლოდ), ამ მატჩს მალტელი არბიტრები განსჯიან – მთავარი მსაჯი ტრუსტინ ფარუგია-კანია, მას ლუკე პორტელი და დანკან სულტანა დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი კი მალკოლმ სპიტერი იქნება.

„აქტობესა“ და „ტორპედოს“ შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს ტელესკოლის ეთერში იხილავთ.