კონფერენს ლიგა | „ომონიის“ მწვრთნელი - „ტორპედოსთვის“ მეტი გოლის გატანა შეგვეძლო #1TVSPORT
კონფერენს ლიგა | „ომონიის“ მწვრთნელი - „ტორპედოსთვის“ მეტი გოლის გატანა შეგვეძლო #1TVSPORT

„ომონიის“ მწვრთნელმა, ჰენინგ ბერგმა ქუთაისის „ტორპედოსთან“ კონფერენს ლიგის პირველი მატჩის მოგება (1:0) შეაფასა და განაცხადა, რომ მის გუნდს მეტი ბურთის გატანა შეეძლო.

„ბევრი საგოლე შანსი გავუშვით ხელიდან, ამიტომ შეტევაში თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. მიხარია, რომ მოვიგეთ, მაგრამ სამი ან ოთხი გოლის გატანა შეგვეძლო.

კარგი მატჩი ჩავატარეთ, თამაშს ვაკონტროლებდით და ლამაზი გოლიც გავიტანეთ. მეტოქემ კი ბევრი რეალური საგოლე შანსი ვერ შექმნა.

ახლა საპასუხო მატჩს ველოდებით. ვფიქრობ, საქართველოში განსხვავებული შეხვედრა იქნება. ველოდები, რომ მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავალთ“.