კონფერენს ლიგა | ლევან კორღალიძემ „ლევადიასთან“ მარცხის მიზეზებზე ისაუბრა #1TVSPORT

23:27, 29.07.2025

„ლევადიასთან“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. თბილისის „იბერია“ ევროგათამაშებას გამოეთიშა. მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ პრესკონფერენციაზე მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

„ცხელ გულზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. პირველ ტაიმშიც თვალში საცემი იყო საგოლე მომენტების რეალიზების პრობლემა. ბევრი გვაქვს გამოსასწორებელი.

ბოლო მომენტს რაც შეეხება, როდესაც ვრბანეცი მეკარესთნ პირისპირ დარჩა და არ დაარტყა – ესეც ერთ-ერთი პრობლემაა, არასწორი გადაწყვეტილებების მიღება.

სამწუხაროდ, ვეღარაფერს შევცვლით. რამდენად იმოქმედებს ეს ამბავი ჩემპიონატში ჩვენს თამაშზე, რთული სათქმელია. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს გუნდი ძალას იპოვის, რომ ეროვნულ ლიგაში კარგად გამოვიდეს“.

მსგავსი