კონფერენს ლიგა | ლევან კორღალიძე - ყველა თამაშში, ჩვენი პროგრამა მინიმუმი გამარჯვებაა #1TVSPORT
კონფერენს ლიგა | ლევან კორღალიძე - ყველა თამაშში, ჩვენი პროგრამა მინიმუმი გამარჯვებაა #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონის, „იბერია 1999-ის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონურ „ლევადიასთან“ შეხვედრამდე ტალინის „ლე კოკ არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადებაზე ისაუბრა.

„სასურველი შედეგი ყოველთვის გამარჯვებაა და ჩვენ ამისთვის ბოლომდე დავიხარჯებით. საქართველოს მოქმედი ჩემპიონები ვართ და ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის ვიბრძვით. ყველა თამაშში ჩვენი პროგრამა მინიმუმი გამარჯვებაა და ამ მიზნის მისაღწევად „ლევადიასთან“ ყველაფერს გავაკეთებთ“, – ამბობს ლევან კორღალიძე.

23 ივლისს, კონფერენს ლიგის მეორე რაუნდში „იბერია“-„ლევადიის“ მატჩი „ლე კოკ არენაზე“ თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.