კონფერენს ლიგა | „ლევადიის“ მწვრთნელი – მზად უნდა ვიყოთ, რომ „იბერია“ მაღალი პრესინგით დაგვიპირისპირდება #1TVSPORT
კონფერენს ლიგა | „ლევადიის“ მწვრთნელი – მზად უნდა ვიყოთ, რომ „იბერია“ მაღალი პრესინგით დაგვიპირისპირდება #1TVSPORT

ესტონური „ლევადიის“ ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა, კურო ტორესმა და მეკარემ, კარლ ანდრე ვალნერმა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონთან, „იბერიასთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართეს.

კურო ტორესი: „ვფიქრობ, საქართველოს ჩემპიონი ისეთივე დონის გუნდია, როგორიც ჩვენი პირველი მეტოქე, „რიგის საფეხბურთო სკოლა“ იყო. ისინი, შესაძლოა, ლატვიელებზე კიდევ უფრო მაღალი და აგრესიული პრესინგით დაგვიპირისპირდნენ. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“.

კარლ ანდრე ვალნერი: „ამჯერად მოსამზადებლად ნაკლები დრო გვქონდა, ვიდრე გვსურდა. „ჰარიუსთან“ მატჩი მხოლოდ სამი დღის წინ გაიმართა. რა მოხდება მოედანზე და რა შედეგით დასრულდება თამაში, ამას ხვალ ვნახავთ“.

„ლევადიისა“ და „იბერიის“ მატჩი 23 ივლისს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.