კონფერენს ლიგა იწყება - დღეს კიდევ სამი ქართული გუნდი ითამაშებს #1TVSPORT
კონფერენს ლიგა იწყება - დღეს კიდევ სამი ქართული გუნდი ითამაშებს #1TVSPORT

თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთო, 8 ივლისს კი ბათუმის „დინამო“, გორის „დილა“ და „გაგრა“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სადებიუტო შეხვედრებს გამართავენ.

 

20:45ჟილინა“ (სლოვაკეთი) – „დილა“

8 ივლისს „დილა“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას სლოვაკეთში, ადგილობრივ „ჟილინასთან“ ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:45 წუთზე დაიწყება. შეხვედრას მალტის წარმომადგენელთა ბრიგადა იმსაჯებს. მთავარი მსაჯი ფილიპ ფარუგია იქნება, მას ასისტენტობას თანამემამულეები ალან კამილერი და ედვარდ სპიტერი გაუწევენ.

შეხვედრა ჟილინას საშინაო არენაზე – „სტადიონ პოდ დუბნომ“-ზე ჩატარდება, რომლის ტევადობა 11 253 ადამიანზეა გათვლილი, ბუნებრივი მოედნის ნაცვლად კი რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს – ხელოვნური საფარი. კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მატჩს ტრიბუნიდან მხოლოდ 500 ადამიანი დაესწრება.

 

22:45ტრე პენე“ (სან მარინო) – ბათუმის „დინამო“

ბათუმის „დინამოს“ დელეგაცია სან მარინოში, კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის სათამაშოდ გაემგზავრა. გუნდი სან მარინოშია და სათამაშოდ ემზადება.

თამაშზე 500 მაყურებელი დაუშვეს და სტადიონზე შესვლა მხოლოდ იტალიის ან სან მარინოს მაცხოვრებლებს შეუძლიათ.

ტრე პენესთან“ სათამაშოდ გია გეგუჩაძის გუნდი შემდეგი შემადგენლობით გავემგზავრეთ.

მეკარეები: კუპატაძე, ალავიძე, ხარატიშვილი

მცველები: ჩაბრაძე, მარგველაშვილი, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი, ნავალოვსკი, გაგოშიძე

ნახევარმცველები: გაფრინდაშვილი, ტეიდი, ზარია, ჯიღაური, თევდორაძე, მანჯგალაძე, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, გროცურეკი,

თავდამსხმელები: შინდაგორიძე, ფლამარიონი, სანოგო, ფანცულაია, ნიქაბაძე

ტრე პენესა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩი სარავალეს „სტადი ოლიმპიკოზე“ თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

22:30 „სუტიესკა“ (მონტენეგრო) – „გაგრა“

საქართველოს თასის მფლობელი „გაგრა“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, მონტენეგრულ „სუტიესკას“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე, პოდგორიცაში, DG Arena-ზე გაიმართება

ახალი ევროსეზონიდან უეფამ-მ სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა გააუქმა და შედეგები სუფთა მათემატიკური პრინციპით დაითვლება. ორი მატჩის ჯამში თანაბარი ანგარიშის შემთხვევაში კი დამატებით დრო და შემდეგ პენალტების სერია დაინიშნება.

დატოვე კომენტარი