კონფერენს ლიგა | იური ტაბატაძე - „ლევადიასთან“ რთული თამაში იქნება #1TVSPORT
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონურ „ლევადიასთან“ შეხვედრამდე ტალინის „ა ლე კოკ არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე, „იბერიის“ მთავარ მწვრთნელთან, ლევან კორღალიძესთან ერთად, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იური ტაბატაძე იმყოფებოდა და შეხვედრასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.
„ესტონეთში პირველად ვარ, ტალინი კარგი ქალაქია და ვფიქრობ, თამაშზეც კარგი გარემო იქნება. ჩემი აზრით, გასვლითი მატჩით დაწყება გარკვეულწილად უპირატესობას გვანიჭებს, რადგან მოწინააღმდეგეს თბილისში უფრო მომზადებულები დავხვდებით.
რთული შეხვედრა გველის. რფს-სთან „ლევადიის“ ორივე თამაში ვნახეთ. ფიზიკურად კარგად მომზადებული და დაბალანსებული გუნდია, რომელსაც კარგი მწვრთნელი ჰყავს. ტალინში ინტენსიურ თამაშს ველოდებით“, – განაცხადა იური ტაბატაძემ.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში „ლევადიისა“ და „იბერიის“ მატჩი „ა ლე კოკ არენაზე“ 23 ივლისს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.