კონფერენს ლიგა | „იბერია“-„ლევადიას“ მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ #1TVSPORT
თბილისის „იბერია“ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ კონფერენს ლიგაზე განაგრძობს შეხვედრებს და ტურნრიის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონურ „ლევადიას“ დაუპირისპირდება.
პირველი მატჩი 23 ივლისს ესტონეთში, „ლილეკილას“ სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება, ხოლო საპასუხო შეხვედრა 29 ივლისს, 20:00 საათზე თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდება.
ორივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.