კონფერენსლიგა | გორის „დილამ“ „ვირტუსი“ დაამარცხა #1TVSPORT
გორის „დილამ“ უეფა-ს კონფერენსლიგაზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო და პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სან მარინოს „ვირტუსი“ 3:1 დაამარცხა.
„თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართული შეხვედრა ქართული გუნდისთვის ცუდად დაიწყო – მე-3 წუთზე სანმარინოელთა შეტევა სიმონე ბენინკასამ დააგვირგვინა. თუმცა, „დილამ“ ვითარება სწრაფად გამოასწორა და პირველივე ტაიმში დაწინაურდა.
მე-8 წუთზე „დილას“ შეტევა გოლით შოთა შეყილაძემ დაასრულა, მე-14 წუთზე გუნდი ბლანქსონ ანოფიმ წინ გაიყვანა, ხოლო 65-ე წუთზე, ფლანგური შეტევის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა მოჰამედ კანტემ გაზარდა.
გორის „დილა“ „ვირტუსს“ სან მარინოში 16 ივლისს ესტუმრება.