კონფერენს ლიგა | გორის „დილა“ ფინეთში დამარცხდა #1TVSPORT
კონფერენს ლიგა | გორის „დილა“ ფინეთში დამარცხდა #1TVSPORT

გორის „დილამ“ კონფერენს ლიგის პირველი შეხვედრა „კუპსთან“ფინეთში გამართა და სამწუხაროდ, დამარცხდა.

ფინელები მე-32 წუთზე დაწინაურდნენ. გორელთა კარი ლატვიის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა იანის იკაუნიეკსმა აიღო.

მეორე ნახევარში ფინელებმა „დილას“ მეორეც გაიტანეს. „კუპსმა“ გოლი პენალტით შეაგდო – თერთმეტმეტრიანი 90+1-ე წუთზე ტიმ იარინენმა ზუსტად გამოიყენა და ფინელებმა ორმატჩიანი რაუნდის პირველი ნახევარი 2:0 მოიგეს.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.