კონფერენსლიგა | გორის „დილა“ „აპოლონთან“ საპასუხო მატჩშიც დამარცხდა #1TVSPORT

23:09, 28.07.2026

კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილა“ ლიმასოლის „აპოლონთან“ საპასუხო შეხვედრაში 0:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

პირველი მატჩიც ერნან ლოსადას გუნდის სასარგებლოდ (4:0) დასრულდა. გორის „დილას“ ამოცანა იყო, ეს მატჩი არ წაეგო და საქართველოსთვის უეფა-ს რეიტინგში მინიმალური ქულები მაინც მოეტანა.

დასაწყისში გორელებმა ორი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ შანსებით ვერ ისარგებლეს. ლიმასოლელები კი 22-ე წუთზე ესპანელმა თავდამსხმელმა, ბრენდონ ტომასმა დააწინაურა. 62-ე წუთზე მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილემ, კაბო ვერდეს ნაკრების თავდამსხმელმა, გარი როდრიგესმა ანგარიში ორამდე გაზარდა, 90+2-ე წუთზე დანიელ ესკრიჩემ კი საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

წლევანდელ ევროტურნირებზე „დილამ“ ოთხიდანდან მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო და უეფა-ს რეიტინგში საქართველოს 0,250 ქულა შემატა.

მსგავსი