კონფერენს ლიგა - გიორგი ქვილითაიას „არისმა“ აეკ-თან ფრედ ითამაშა #1TVSPORT
კონფერენს ლიგა - გიორგი ქვილითაიას „არისმა“ აეკ-თან ფრედ ითამაშა #1TVSPORT

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიმასოლის „არისმა“, სადაც გიორგი ქვილითაია თამაშობს, ათენის აეკ-ს უმასპინძლა და 2:2 ითამაშა.

ქართველი თავდამსხმელი კვიპროსელების ძირითად შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა გააფრთხილა.

აეკ-ი მე-9 წუთზე პერეირამ დააწინაურა, ხოლო მე-14 წუთზე ლიმასოლის გუნდის კარში მეორე გოლი რელვასმა გაიტანა.

ასეთ რთულ ვითარებაში კვიპროსელებმა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და შესვენებამდე ანგარიში გაათანაბრეს – სხვაობა კაკულისმა (18) შეამცირა, ხოლო 31-ე წუთზე გოლდსანმა წონასწორობა აღადგინა.

თემურ ჩოგაძისა და ანტონ თოლორდავას „კაუნო ჟალგირისი“ შინ ბულგარულ „არდასთან“ მე-2 წუთზე კაცნაკლული დარჩა. ამით სტუმრებმა მხოლოდ მეორე ტაიმში ისარგებლეს და 53-ე წუთზე ვუკტოვის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდნენ და საბოლოოდ 1:0 მოიგეს. ორივე ქართველი ლიეტუვური კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო – ორივემ ყვითელი ბარათი მიიღო.

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრები 14 აგვისტოს გაიმართება.