კონფერენს ლიგა | დვალის აპოელ-მა ვერ მოიგო, გოჩოლეიშვილი „კოპენჰაგენში“ საუკეთესო იყო #1TVSPORT
კონფერენს ლიგა | დვალის აპოელ-მა ვერ მოიგო, გოჩოლეიშვილი „კოპენჰაგენში“ საუკეთესო იყო #1TVSPORT

კონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზე ლაშა დვალის აპოელ-მა ყაზახურ „ასტანას“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1. საქართველოს ნაკრების მცველი მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა.

57-ე წუთზე ანგარიში მასპინძლებმა დონისის გოლით გახსნეს, მაგრამ „ასტანამ“ კაზუკოლოვასის ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. მატჩის ბოლოს ორივე გუნდი კაცნაკლული დარჩა – 65-ე წუთზე ყაზახებს ებონგი გაუძევეს, ხოლო 70-ეზე მასპინძლებს – საციასი.

„კოპენჰაგენში“ შეცვლაზე ითამაშა გიორგი გოჩოლეიშვილმაც, რომელიც ავსტრიაში ვენის „რაპიდს“  ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. „ჯვარისნების“ მარჯვენა მცველი მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა, როდესაც დანიელები უკვე 0:3-ს აგებდნენ. გიორგიმ ელინიუსთან და გაბრიელ პერეირასთან ერთად „კოპენჰაგენში“ საუკეთესო შეფასება მიიღო – 6,7 ქულა.

ექვსი ტურის შემდეგ აპოელ-ი 11 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო „კოპენჰაგენი“ (8 ქულა) მე-18 პოზიციას იკავებს, ორივე გუნდს პლეი ოფში გასვლის შანსი აქვს.