კონფერენს ლიგა | აზაროვმა საგოლე გადაცემა შეასრულა - სიგუამ „ლოზანაში“ ითამაშა #1TVSPORT
კონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზე გაბრიელ სიგუას „ლოზანა“ ფინეთში კუპს-ს ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 0:0, ხოლო ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარმა“ მალტაში „ჰამრუნს“ 2:0 სძლია.
ბოლო შვიდ თამაშში მეექვსედ, გაბრიელ სიგუა „ლოზანას“ ძირითად შემადგენლობაში იყო. ქართველ ნახევარმცველს 21-ე წუთზე გოლის გატანაც შეეძლო – საჯარიმოში ბურთი მიიღო, დაარტყა, მაგრამ კარს ააცილა. სიგუამ მატჩის ბოლოს ყვითელი ბარათი მიიღო. 19 წლის ფეხბურთელმა 7.2 ქულა დაიმსახურა.
„შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში იყო ირაკლი აზაროვი, რომელმაც 89 წუთი ითამაშა და 61-ე წუთზე საგოლე გადაცემა მიითვალა, რომლის შემდეგაც ლუკა მეირელეშმა ანგარიში გახსნა.
კონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზე გამართული ხუთი ტურის შემდეგ „ლოზანა“ 8 ქულით მე-16 ადგილზეა, ხოლო დონეცკის „შახტარი“ 12 ქულით მეორე პოზიციაზეა.