კონფერენს ლიგა | „აუსტრია“ – „სპაერი“ საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვლიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს საქართველოს თასის მფლობელი „სპაერი“ სტუმრად ვენის „აუსტრიასთან“ ჩაატარებს. მატჩი 22:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ანზორ კიღურაძის გაწვრთნილმა „სპაერმა“ 2024 წლის საქართველოს თასის ფინალში „დინამო თბილისი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროტურნირის საგზური მოიპოვა.
„აუსტრიასთან“ მოახლოებულ შეხვედრის შესახებ კომენტარი ქართული გუნდის მეკარემ, ბუხუტი ფუტკარაძემ გააკეთა:
„ვემზადებით „სპაერის“ ისტორიაში უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ასეთ დონეზე არასოდეს გვითამაშია და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ“, – აცხადებს ფუტკარაძე.
„სპაერსა“ და „აუსტრიას“ შორის კონფერენს ლიგაზე საპასუხო მატჩი 31 ივლისს თბილისში ჩატარდება.
უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებენ ქუთაისის „ტორპედო“ და გორის „დილა“. ქუთაისელთა მეტოქე კვიპროსის „ომონია“ იქნება, ხოლო „დილა“ ლატვიურ „რიგას“ დაუპირისპირდება.