კონფერენსლიგა | „აპოლონის“ მწვრთნელი – მნიშვნელოვანია, რომ „დილასთან“ კარი კვლავ „მშრალად“ შევინახეთ #1TVSPORT

00:44, 29.07.2026

გორის „დილასთან“ კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საშინაო გამარჯვებისა (3:0) და ორმატჩიანი დუელის მოგების (4:0, 3:0) შემდეგ ლიმასოლის „აპოლონის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერნან ლოსადამ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენი საქმე გავაკეთეთ და „დილასთან“ მეორე მატჩიც მოვიგეთ. მნიშვნელოვანია, რომ კარი ამჯერადაც „მშრალად“ შევინახეთ. სასურველი იყო, ყვითელი ბარათებიც არ მიგვეღო, მაგრამ არ გამოვიდა, ეს თამაშის ნაწილია.

ამ მატჩს ჩვენი გულშემატკივარი, დიდი ხანია, ელოდა და მადლობა მათ სტადიონზე მოსვლისა და მხარდაჭერისთვის. ვცდილობდით, კარგად გვეთამაშა და მიხარია, რომ ეს შევძელით. ქომაგების მხარდაჭერა შემდეგ ეტაპზეც ძალიან დაგვჭირდება.

სავარაუდო მეტოქეებიდან უპირატესობას ვერცერთ გუნდს მივანიჭებ – „კლუჟიცა“ და „ბრანიც“ ძლიერი გუნდები არიან, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, ორივე გორის „დილაზე“ რთული მოწინააღმდეგე იქნება“.

მსგავსი