კონფერენს ლიგა | აპოელ-ისა და „ცელიეს“ მატჩი ფრედ დასრულდა, დვალმა წითელი ბარათი მიიღო #1TVSPORT
კონფერენს ლიგა | აპოელ-ისა და „ცელიეს“ მატჩი ფრედ დასრულდა, დვალმა წითელი ბარათი მიიღო #1TVSPORT

ლაშა დვალის აპოელ-ი კონფერენს ლიგის პლეი ოფში სლოვენიურ „ცელიეს“ ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მცველი გააძევეს, კვიპროსელებმა შეძლეს მატჩის ფრედ დასრულება (2:2) და მერვედფინალში გასვლის რეალური შანსი შეინარჩუნეს.

საქართველოს ნაკრების მცველი კვიპროსული კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო. სლოვენიელები სწრაფად დაწინაურდნენ – მე-2 წუთზე გოლი 21 წლის ლიეტუველმა თავდამსხმელმა, არმანდას კუჩისმა გაიტანა. თუმცა 32-ე წუთზე დევიდ აბანიამ ანგარიში გაათანაბრა და შესვენებამდე 1:1 დაფიქსირდა.

მეორე ტაიმში სლოვენიელები ისევ დაწინაურდნენ – 59-ე წუთზე კუჩუსის მიერ დარტყმული პენალტი მეკარემ მოიგერია, მაგრამ თავდამსხმელმა დამატებაზე მაინც მოახერხა ბურთის გატანა. კვიპროსელებმა წონასწორობა 70-ე წუთზე კიდევ ერთხელ აღადგინეს.

ლაშა დვალმა პირველი ყვითელი ბარათი 57-ე წუთზე მიიღო, 73-ე წუთზე კი მეორედ გააფრთხილეს და მოედანი ვადაზე ადრე დაატოვებინეს. საბოლოოდ, მატჩი 2:2 დასრულდა.

საპასუხო შეხვედრა 20 თებერვალს კვიპროსში გაიმართება.