კონფერენციის თასის პირველი გათამაშება „რომამ“ მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „რომამ“ 2008 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო.
* ჟოზე მოურინიომ პირველი ტიტული მოიგო 2017 წლის შემდეგ – მაშინ მან მოიგო ევროპის ლიგა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად.
* მოურინიოს 26 ტიტული აქვს სამწვრთნელო კარიერაში: „პორტუსთან“ ერთად ექვსი, „ჩელსიში“ – რვა, „ინტერში“ – ხუთი, „რეალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ – სამ-სამი.
* მოურინიოს ხუთიდან ხუთი მოგება აქვს ფინალებში.
* მოურინიო გახდა მეორე მწვრთნელი ისტორიაში ლეგენდარული ჯოვანი ტრაპატონის შემდეგ, ხუთი ევროტურნირი აქვს მოგებული.
* მოურინიო პირველი მწვრთნელია, ვინც მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა და კონფერენციის ლიგა.
* სირილ დესერსი 10 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
* სერია A-ს კლუბმა 2010 წლის შემდეგ პირველად მოიგო ევროტურნირი – მაშინ ეს გააკეთა მოურინიოს „ინტერმა“.
რომა-ფეიენოორდი 1:0
გოლი: 1:0 ძანიოლო (32)
რომა: რუი პატრისიო, კარსდორპი (89 ვინია), სმოლინგი, მანჩინი, როჟერი, ზალევსკი (67. სპინაცოლა), მხითარიანი (17. სერჟიო ოლივეირა), კრისტანტე, პელეგრინი, ძანიოლო (67. ვერეტუ), აბრაჰამი (89. შომუროდოვი).
ფეიენოორდი: ბეილო, გერტრიუდა, ტრაუნერი (74. პედერსენი), სენესი, მალასია (89. ჯაჰანბაჰში), ეურნესი, ტილი (59. ტორნსტრა), ქექჩიუ (88 ვოლემარკი), დესერსი, ნელსონი (74. ლინსენი), სინისტერა.