კონერ ფრენკამპი ფინეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს
კონერ ფრენკამპი ფინეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

ფინეთთან მატჩის წინ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დანაკლისია. სერბეთთან გამართულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ 2-3 კვირა ვერ ითამაშებს ეროვნული გუნდის ნატურალიზებული წევრი კონერ ფრენკამპი.

სერბეთთან მატჩის მესამე პერიოდის დასაწყისში ფრენკამპმა გარღვევა განახორციელა და ბურთი ნახტომში ესროლა, თუმცა, მოედანზე უხერხულად დაეშვა და ფეხი დაიზიანა. საქართველოს ეროვნული გუნდის ახალწვეულის მდგომარეობაზე ნაკრების ექიმმა, თემურ ხვედელიძემ კომენტარი გააკეთა:

„საქართველოს ნაკრების ამერიკელმა ლეგიონერმა, კონერ ფრენკამპმა სერბეთთან მატჩის მესამე პერიოდის დასაწყისში მიიღო მარჯვენა მუხლის სახსრის დაზიანება. თამაშის შემდეგ იგი სათანადოდ გამოვიკვლიეთ. ჩაუტარდა მაგნოტო-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია, რის შედეგადაც შეირჩა მკურნალობის მეთოდიკა – განტვირთვა რამდენიმე დღე. დავუნიშნეთ მუხლის მკურნალობითი თერაპია. ათი დღის შემდეგ მისი მდგომარეობა გადამოწმდება და განისაზღვრება კონკრეტული დრო, რამდენ ხანში შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. თუმცა, დაახლოებითი მონახაზი ორი-სამი კვირაა“.