კონატე „ლივერპულს“ ტოვებს #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების მცველი იბრაიმა კონატე ამ ზაფხულს „ლივერპულს“ დატოვებს.
ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბმა ვერ შეძლო შეთანხმების მიღწევა ფრანგ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაგრძელებაზე. მიმდინარე ხელშეკრულება „ლივერპულთან“ 2026 წლის 30 ივნისს იწურება.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ აპრილში კონატე აცხადებდა იმის შესახებ, რომ ახლოს არის „ლივერპულთან“ კონტრაქტის გაგრძელებასთან.
ცენტრალური მცველი „ლივერპულში“ 2021 წლიდან თამაშობდა. 2025-26 წლების სეზონში მან კლუბში 51 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.