კომპანია „რიბოკი“ კონორ მაკგრეგორთან ახალ კონტრაქტს დებს (ვიდეო)

14:02, 15.01.2020

კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს სამ დღეში დაუბრუნდება. როგორც ცნობილი ხდება, პოპულარული ირლანდიელი მებრძოლი კომპანია „რიბოკთან“ თანამშრომბლობის ახალ ეტაპს იწყებს.

უფრო კონკრეტულად კი კონორი „რიბოკის“ ერთ-ერთ ფეხსაცმელს წარადგენს. გარდა ამისა, კონორის ოქტაგონზე გამოსასვლელ სპორტულ ეკიპირებაზე სწორედ „რიბოკი“ იზურნებს.

„მოხარული ვარ, რომ კვლავ მიწევს ასეთ საიმედო კომპანიასთან თანამშრომლობა. მე ადრეც მქონდა საქმე „რიბოკთან“ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი გზები კვლავ გადაიკვეთა“, – აცხადებს მაკგრეგორი.

მსგავსი