კომპანია „ნაიკმა“ საცურაო ჰიჯაბი წარადგინა
კომპანია „ნაიკმა“ საცურაო ჰიჯაბი წარადგინა

სპორტული ეკიპირების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Nike-მ წარმოადგინა დახურული საცურაო კოსტუმების კოლექცია. ის მოიცავს ჰიჯაბს, რომელიც წყალში გამოყენებისთვის არის განკუთვნილი, – წერს გაზეთი „ინდეპენდენტი“.

კომპანიამ გამოაცხადა, რომ 2020 წლის პირველ თებერვალს, გაყიდვაში გამოვა მთლიანად დახურული კოსტუმები სახელწოდებით Victory Swim.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე Nike-მა უკვე გამოუშვა სპეციალური ჰიჯაბი მუსლიმი ქალებისთვის, რომლებიც სპორტით არიან დაკავებულნი.

მოციგურავე ზაჰრა ლარიმ არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, რომელმაც თავის სახეობაში პირველმა დაიხურა ჰიჯაბი, დახურული საცურაო კოსტუმის შესახებ, საზოგადოებას საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა.

„არანაირ დისკომფორტს არ განიცდი და გეხმარება უკეთ ცურვაში. ის ძალიან განსხვავდება ყველა სახის საცურაო კოსტუმისგან და ვიცი, რომ შემიძლია მისი თამამად ტარება“, – თქვა ლარიმ.