კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონმა“ კორონავირუსის ვაქცინის ცდის საბოლოო ეტაპი დროებით შეაჩერა
ამერიკულმა კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონმა“ კორონავირუსის ვაქცინის ცდის საბოლოო ეტაპი დროებით შეაჩერა. ამის მიზეზი ცდებში მონაწილე ერთ-ერთი პირის უცნობი დაავადებაა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„როიტერის“ ინფორმაციით, ექიმები პაციენტის მდგომარეობას აკვირდებიან და დამტებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. კომპანიაში ამბობენ, რომ მასშტაბური ცდების დროს, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობს, მსგავსი პაუზა სრულიად ნორმალურია.
კომპანიამ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის გამოცდის საბოლოო, მესამე ეტაპი სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, მასში მონაწილეობას 60 ათასი მოხალისე იღებს.