კომპანია „ფაიზერის“ ხელმძღვანელი - მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას ერთ წელიწადში დაუბრუნდება
კომპანია „ფაიზერის“ ხელმძღვანელი - მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას ერთ წელიწადში დაუბრუნდება

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელი კომპანია „ფაიზერის“ ხელმძღვანელი ალბერტ ბურლა აცხადებს, რომ მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას ერთ წელიწადში დაუბრუნდება.

„ეიბისისთან“ ინტერვიუში „ფაიზერის“ ხელმძღვანელმა თქვა, რომ პროგრესი დამოკიდებულია ვაქცინების ათვისებაზე და ჯოგური იმუნიტეტის გარკვეულ ზომაზე.

„ჩემთვის ყველაზე სავარაუდო სცენარია, რადგან ვირუსი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, ჩვენ კვლავ ვიხილავთ ახალ ვარიანტებს“, – აღნიშნა ალბერტ ბურლამ.

„ფაიზერის“ ხელმძღვანელის განცხადებით, ყოველწლიური ვაქცინაცია ნორმა იქნება და შეიქმნება ვაქცინები, რომელთა მოქმედება სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი