„კომოსა“ და „რეალს“ შორის მოლაპარაკება დასრულდა – ნიკო პასი იტალიურ გუნდში ითამაშებს #1TVSPORT
მადრიდის „რეალსა“ და „კომოს“ შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რის საფუძველზეც არგენტინელი ფეხბურთელი, ნიკო პასი ასპარეზობას იტალიურ კლუბში გააგრძელებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
მადრიდელებმა მოთამაშე „კომოსგან“ ჯერ 9 მილიონ ევროდ გამოისყიდეს, შემდეგ კი კვლავ იტალიელებს მიჰყიდეს. მიუხედავად ამ გარიგებისა, „სამეფო კლუბი“ არგენტინელზე კონტროლს არ კარგავს – ახალ ხელშეკრულებაში შენარჩუნებულია გამოსყიდვის უფლება, რაც ესპანურ გრანდს სურვილის შემთხვევაში მომავალში მის უკან დაბრუნების შესაძლებლობას უტოვებს.
რაც შეეხება ნიკო პასის სტატისტიკას, „კომოს“ რიგებში გატარებულ ბოლო ორ სეზონში მის ანგარიშზე 75 შეხვედრაში გატანილი 19 გოლია. აღსანიშნავია, რომ იგი „რეალის“ აკადემიის აღზდილია. მადრიდელთა პირველ გუნდში მას 8 თამაში აქვს ჩატარებული, ერთადერთი გოლი კი ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ კარში აქვს გატანილი.