„კომომ“ ამ სეზონის განვლილ 29 ტურში მხოლოდ ერთი იტალიელი ათამაშა, ისიც ერთი წუთით #1TVSPORT
იტალიის სერია A-ს კლუბი „კომო“ მიმდინარე სეზონში უცნაური სტატისტიკური მონაცემით გამოირჩა.
„კომო“ ესპანელი სპეციალისტის სესკ ფაბრეგასის ხელმძღვანელობით მეოთხე ადგილზეა იტალიის ჩემპიონატში. აღსანიშნავია, რომ განვლილი 29 ტურის განმავლობაში, „კომოს“ შემადგენლობაში მხოლოდ ერთმა იტალიელმა ფეხბურთელმა ითამაშა, რომელმაც მოედანზე ერთი წუთი გაატარა.
ეს ფეხბურთელი გახდა ედოარდო გოლდანიგა, რომელიც 2025 წლის სექტემბერში, „ფიორენტინასთან“ მატჩში შევიდა შეცვლაზე.
სერია A-ს ყველა დანარჩენმა გუნდმა იტალიელ ფეხბურთელებს 4 ათას წუთზე მეტი სათამაშო დრო მისცა. ამ მაჩვენებლით ლიდერია „კალიარი“ – მის შემადგენლობაში იტალიელმა მოთამაშეებმა მინდორზე 18 ათას წუთზე მეტი გაატარეს.
