კომანს მუნდიალის გამოტოვება ემუქრება
კომანს მუნდიალის გამოტოვება ემუქრება

მიუნხენის „ბაიერნის“ გარემარბმა კინგსლი კომანმა უმძიმესი ტრავმა მიიღო გერმანიის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში „ჰერტას“ წინააღმდეგ.

გაზეთ L’Equipe-ის ინფორმაციით, ფრანგს მუხლის ჯვარედინი მყესების ნაწილობრივი გაწყვეტა დაუდგინეს. ფორვარდს უახლოეს დღეებში ოპერაცია ელოდება.

აღდგენით პროცესს ორ თვეზე მეტი დასჭირდება. 21 წლის ფეხბურთელს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის გამოტოვება ემუქრება.

ფრანგმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 32 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და რვა საგოლე პასი შეასრულა.