კოლუმბიის პრეზიდენტი - სიტუაცია, რომელშიც ლუის დიასის მამა იმყოფება, ძალიან სახიფათო ხდება #1TVSPORT
კოლუმბიის პრეზიდენტი გუსტავო პეტრი გამოეხმაურა სიახლეს იმის შესახებ, რომ განთავისუფლების ეროვნული არმიის (ELN) წარმომადგენლები იძლევიან პირობას, მალე გაათავისუფლონ „ლივერპულის“ გარემარბის, ლუის დიასის მამა. პოლიტიკოსის თქმით, ELN-ის მხრიდან დაპირება დღემდე არ არის შესრულებული.
„ის, რომ გატაცება ELN-ის მოწყობილია, ნიშნავს იმას, რომ სწორედ ეს ორგანიზაციაა პასუხისმგებელი ლუის დიასის მამის სიცოცხლეზე. მათ ჩაიდინეს აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება მშვიდობიან პროცესს. უნდა გამოვხატო მიუღებლობა არა მხოლოდ ლუისის მამის გატაცებაზე, არამედ იმაზეც, რომ ის დღემდე არ გაუთავისუფლებიათ.
ELN-ის ლიდერებმა გამოხატეს სურვილი, რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ ფეხბურთელის მამა. მაგრამ დრო გადის და სიტუაცია, რომელშიც იმყოფება ბატონი დიასი, სულ უფრო სახიფათო ხდება“, – მოჰყავს პეტროს სიტყვები გაზეთ Daily Mail-ს.
შეგახსენებთ, რომ განთავისუფლების ეროვნულმა არმიამ გაიტაცა „ლივერპულის“ მოთამაშის, ლუის დიასის მშობლები. კოლუმბიელის დედა განთავისუფლებულია, მამის ადგილსამყოფელი კი ჯერაც უცნობია.