კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელს მერვედფინალში გამოუყენებელი მომენტის გამო ემუქრებიან #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე შვეიცარიისა და კოლუმბიის ნაკრებების მერვედფინალში კოლუმბიელმა ხამინტონ კამპასმა დამატებით დროში, 115-ე წუთზე რეალური შანსი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც მატჩი პენალტების სერიაში გადავიდა და იქ შვეიცარიამ გაიმარჯვა.
ახლა კამპასმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბოლო დღეებში მას და მის ოჯახს შეურაცხყოფას აყენებენ და მოკვლით ემუქრებიან. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ფეხბურთელმა ჯერ ვერ გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება.
„მინდა, ვთხოვო ჩემს ქვეყანას, რომ არასოდეს დაივიწყოს ურთიერთპატივისცემა. ჩვენ შეიძლება სხვადასხვაგვარად შევხედოთ მომხდარს, განვიცადოთ იმედგაცრუება ან სინანული, მაგრამ არაფერი ამართლებს სიძულვილსა და შიშში ცხოვრებას“, – დაწერა სოციალურ ქსელში კოლუმბიელმა ფეხბურთელმა.